პროექტირება
მზის ელ-სადგურის პროექტირებისთვის ჩვენ – „მზიანი ველი“ ვიყენებთ PVSOL premium პროგრამას, რომლითაც შეგვიძლია დავაპროექტოთ და შევქმნათ ყველანაირი ტიპის თანამედროვე ფოტოელექტრული სისტემის მოდელი – დაწყებული მცირე სახურავის სისტემიდან, დამთავრებული კომერციული სახურავების და მძლავრი მზის ელ-სადგურების სისტემებით მიწაზე. უნიკალური 3D ვიზუალიზაცია არის PVSOL premium-ის მთავარი უნარი. თქვენ შეგიძლიათ ვიზუალურად შექმნათ ყველა გავრცელებული მზის სისტემის ტიპი სამ განზომილებაში. გარდა ამისა, პროგრამა იძლევა შესაძლებლობას სრულად გავითვალისწინოთ სადგურის გარშემო არსებული მდგომარეობა, იქნება ეს შენობა-ნაგებობები, ხეები თუ სხვა. ამით ჩვენ წინასწარ განვსაზღვრავთ რამ შეიძლება გამოიწვიოს პანელების დაჩრდილვა, რა პროცენტულობით, დროის რომელ მონაკვეთში. ამის ცოდნა კი შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალურად გავზარდოთ შემოსავლის პროგნოზირების საიმედოობა.
ინსტალაცია
PV*SOL premium პროგრამაში დაპროექტებული ელექტროსადგურის სიმულაციური მოდელის მიხედვით ხორციელდება იმ პროდუქტების ინდენტიფიცირება, რომელიც საჭიროა სადგურის მშენებლობისთვის. ვადგენთ გრაფიკს, მზის სადგურის წარმოების, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის.
ინსტალაციის პროცესი ხორციელდება რამდენიმე ეტაპად:
მონიტორინგი
მზის ელექტროსადგურის გაშვების შემდგომ, ჩვენი კომპანია –"მზიანი ველი" ახორციელებს ყოველდღიურ ონლაინ მონიტორინგს აპლიკაციის მეშვეობით 6 თვის განმავლობაში, ასევე რეგულარულ ვიზიტებს და რეკომენდაციებს სადგურის მოვლასთან დაკავშირებთ.