ჩვენს შესახებ პროექტები პროდუქტები სერვისები პარტნიორები ბლოგი

პროექტირება

მზის ელექტრო სადგურის პროექტირება 

  მზის ელ-სადგურის პროექტირებისთვის ჩვენ – „მზიანი ველი“ ვიყენებთ PVSOL premium პროგრამას, რომლითაც შეგვიძლია დავაპროექტოთ და შევქმნათ ყველანაირი ტიპის თანამედროვე ფოტოელექტრული სისტემის მოდელი – დაწყებული მცირე სახურავის სისტემიდან, დამთავრებული კომერციული სახურავების და მძლავრი მზის ელ-სადგურების სისტემებით მიწაზე.  უნიკალური 3D ვიზუალიზაცია არის PVSOL premium-ის მთავარი უნარი. თქვენ შეგიძლიათ ვიზუალურად შექმნათ ყველა გავრცელებული მზის სისტემის ტიპი სამ განზომილებაში.   გარდა ამისა, პროგრამა იძლევა შესაძლებლობას სრულად გავითვალისწინოთ სადგურის გარშემო არსებული მდგომარეობა, იქნება ეს შენობა-ნაგებობები, ხეები თუ სხვა. ამით ჩვენ წინასწარ განვსაზღვრავთ რამ შეიძლება გამოიწვიოს პანელების დაჩრდილვა, რა პროცენტულობით, დროის რომელ მონაკვეთში. ამის ცოდნა კი შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალურად გავზარდოთ შემოსავლის პროგნოზირების საიმედოობა.

ინსტალაცია

მზის პანელების ინსტალაცია:

PV*SOL premium პროგრამაში დაპროექტებული ელექტროსადგურის სიმულაციური მოდელის მიხედვით ხორციელდება იმ პროდუქტების ინდენტიფიცირება, რომელიც საჭიროა სადგურის მშენებლობისთვის. ვადგენთ გრაფიკს, მზის სადგურის წარმოების, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის.

ინსტალაციის პროცესი ხორციელდება რამდენიმე ეტაპად:

  • მონიშვნის ეტაპი, რომლის დროსაც ფოტოელექტრული სისტემის მოდელის პრაქტიკაში გადმოტანას ვახორციელებთ და სამონტაჟე ზედაპირის(სახურავი, მიწა) მომზადება ხდება კონსტრუქციის მონტაჟისთვის.
  • შემდეგი ეტაპი დაქსელვაა, ამ დროს წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში ინვენტერების განთავსება და სპეციალური სოლარ კაბელების დაქსელვა-ინსტალაცია მიმდინარეობს სადგურის ტერიტორიაზე.
  • კონსტრუქციის მონტაჟის ეტაპზე დაპროექტებული ზედაპირზე წინასწარ განსაზღვრული სახურავზე შესაბამისი მზის პანელების დასამაგრებელი კონსტრუქცია თავსდება, მიწის შემთხვევაშიც ანალოგიურად რა ტიპის მიწაც გვაქვს, შესაბამისი ტიპის კონსტრუქცია ეწყობა.პანელების დაწყობის ეტაპი სიმარტივე იქამდე განხორციელებული სამუშაოს ერთობლიობის ხარისხის პროპორციულია.
  • ბოლო ეტაპი სადგურის გაშვება და გატესტვაა, ასევე პარალელურად თუ ნეტო აღრიცხვაში ვრთავთ სადგურს, ვამზადებთ საჭირო განცხადებებს ენერგოგამანაწილებლისთვის.

 

 

 

 

მონიტორინგი

დასრულებული მზის ელექტროსადგურის მონიტორინგი

  მზის ელექტროსადგურის გაშვების შემდგომ, ჩვენი კომპანია –"მზიანი ველი" ახორციელებს ყოველდღიურ ონლაინ მონიტორინგს აპლიკაციის მეშვეობით 6 თვის განმავლობაში, ასევე რეგულარულ ვიზიტებს და რეკომენდაციებს სადგურის მოვლასთან დაკავშირებთ.