შესაძლებელია თუ არა ელექტროენერგიის ტრადიციული წყარო სრულად ჩავანაცვლოთ მზის პანელებით?

განახლებადი და ამოუწურავი ენერგიების ათვისება გვანიჭებს ენერგოდამოუკიდებლობას, რაც ერთი მხრივ, გვეხმარება ფინანსური რესურსების მნიშვნელოვნად დაზოგვაში და მეორე მხრივ, გარემოზე ზრუნვასა და მასზე მიყენებული ზიანის შემცირებაში.

თანამედროვე მზის პანელების მეშვეობით შეგვიძლია, სრულად ჩავეხსნათ ცენტრალურ ენერგოსისტემას და გავთავისუფლდეთ ელექტროენერგიის გადასახადისგან. საქართველოში ყველა ბუნებრივი პირობაა იმისათვის, რომ მზის ელექტროსადგურებისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ.

მზის სადგური:

საშუალებას გვაძლევს, მხოლოდ საკუთარი ელექტროენერგია მოვიხმაროთ;

ჭარბად აკუმულირებული ელექტროენერგია აკუმულატორში შევინახოთ და საჭიროების შემთხვევაში მოვიხმაროთ;

ჩავერთოთ სახელმწიფო ნეტო აღრიცხვის სისტემაში, რომელიც 500 კილოვატამდე მცირე ელექტროსადგურის მფლობელებს საშუალებას აძლევს, დღის განმავლობაში გამომუშავებული ჭარბი ენერგია მიაწოდონ ქსელს და ერთი-ერთში ჩაითვალონ კილოვატების სიზუსტით. ნეტო აღრიცხვით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, უბნის, დასახლების ან სოფლის მაცხოვრებლებს.

ჩამოთვლილი უპირატესობების გათვალისწინებით, მზის პანელების მონტაჟი გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანი ინვესტიცია და განსაკუთრებით საწარმოებისა და კომერციული ობიექტების მფლობელებისთვის დიდი ფინანსური შეღავათია.

მზის პანელების მონტაჟი

იმისათვის, რომ მზის პანელებმა მაქსიმალური დატვირთვით იმუშაოს, მნიშვნელოვანია, მის დამონტაჟებამდე ტერიტორია შეაფასონ სპეციალისტებმა და გამოითვალონ, რამდენი კლოვატი ელექტროენერგია სჭირდება ობიექტს.

„მზიანი ველის“ დირექტორი ნიკა ბარიშვილი დეტალურად განმარტავს, რა მნიშვნელობა აქვს მოსამზადებელი სამუშაოების სწორად ჩატარებას:

„პროექტის მომზადებისას კვალიფიციურმა სპეციალისტებმა უნდა განისაზღვრონ პანელების მონტაჟის ადგილი, რის მიხედვითაც შეარჩევენ კონსტრუქციას, კაბელების გაყვანის არხებს, ინვენტერების განთავსების ადგილსა და ქსელზე დაერთებისთვის არსებულ პირობებს. სწორი პროექტისა და მონტაჟის შემდეგ მნიშვნელოვანია სადგური ექსპლუატაციაში ყველა ნორმის დაცვით გაეშვას, რაც ასევე, სპეციალისტებს უნდა მივანდოთ“, - განმარტა ნიკა ბარიშვილმა.

მონტაჟის ფასის გამოთვლა

ფასები განისაზღვრება პროექტის ტიპის, სიმძლავრისა და სირთულის, ასევე, პროექტში გამოყენებული კომპონენტების მიხედვით. ბაზარზე არსებული მონაცემებით, დიდი სადგურის შემთხვევაში, ერთი კილოვატის ფასი 400-500$-ის ფარგლებშია, ხოლო პატარა სადგურის - 500-600$-ის ფარგლებში.

მზის პანელების მოვლა

მზის ელექტროსადგურის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ინსტალაციის შემდეგ ის განსაკუთრებულ მოვლა-პატრონობას არ საჭიროებს და ამისათვის დამატებითი ხარჯების გაღებაც არ არის საჭირო.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაღალი ეფექტურობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია მზის პანელების პერიოდული რეცხვა, იმის მიხედვით, თუ რამდენად მტვრიანია ადგილი, სადაც სადგური გვაქვს დამონტაჟებული. „მზიანი ველის“ რეკომენდაციით, წელიწადში რამდენჯერმე გარეცხვა სრულიად საკმარისია.

თანამედროვე მზის პანელების ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით 25-30 წელია. ამ პერიოდში შესაძლებელია, მასში განხორციელებული ინვესტიციის სრულად უკუგება და დამატებითი თანხებიც დაზოგვაც. მაგალითად, Trina Solar-ის პრემიუმ ხარისხის მზის პანელებს, რომელსაც „მზიანი ველი“ იყენებს, 30 წლიანი ექსპლუატაციის ვადა აქვს და მწარმოებელი გარანტიას იძლევა მაქსიმუმ 20%-იან გამომუშავების ვარდნაზე მოცემულ პერიოდში.

რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია, მზის პანელები ელექტროენერგიის მთავარ წყაროდ გამოვიყენოთ, ჩავარდნებისა და სირთულეების გარეშე და ათწლეულების განმავლობაში სრულიად ენერგოდამოუკიდებლები გავხდეთ.