რატომ არის მომგებიანი ბიზნეს სექტორისთვის მზის პანელების გამოყენება ?

როგორ იყენებს მზის პანელებს ბიზნესი საქართველოში - წარმატებული მაგალითები

1950-60-იანი წლებიდან, როცა პირველი თანამედროვე მზის პანელი შეიქმნა, ადამიანებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ენერგო დამოუკიდებლობისკენ, შესაბამისად, აღმოჩენა მალევე დაინერგა პრაქტიკაში, რამდენიმე ათწლეულში კი ისე განვითარდა, რომ მისი ფართო მოხმარება დაიწყო. მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურები განსაკუთრებით პოპულარული გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა მასობრივმა წარმოებამ ფართო მოხმარებას შეუწყო ხელი.

დანახარჯების შემცირების შესაძლებლობამ მზის პანელები მიმზიდველ პროდუქტად აქცია ბიზნესისთვის როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ისე საქართველოში. ენერგოეფექტურობის, ენერგო დამოუკიდებლობისა და მდგრადობის გამო, მზის პანელებში ინვესტირება კომერციული ობიექტების მფლობელთათვის მომგებიანი გახდა. მხოლოდ 2024 წელს „მზიანმა ველმა“ დაამონტაჟა 2985 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები, რომლის დიდი ნაწილი საწარმოებს უჭირავს.

დღეს არსებული ზოგადი მდგომარეობით, მზის ელექტროსადგურების 90%-ზე მეტი კომერციულ ობიექტებზე მოდის. ძირითად შემთხვევებში ამის მიზეზი ტარიფია - ბიზნეს სექტორი გაცილებით ძვირს იხდის ელექტროენერგიაში.

მიმდინარე წელს „მზიანი ველის“ მიერ განხორციელებულ მასშტაბური პროექტები და ბიზნესის წლიური დანაზოგი:

522 კვტ. სიმძლავრის სადგური საწარმო „კოლორ ჯგუფის“ სახურავზე - წლიური დანაზოგი 160 255 ლარი

სპეციალისტებმა „კოლორ ჯგუფის“ სახურავზე 522 კვტ. სიმძლავრის სადგური რვა განსხვავებული ტიპისა და დახრილობის სახურავზე განვათავსეთ, გამოვიყენეთ Trina Solar-ის შავ ჩარჩოიანი პრემიუმ ხარისხის მზის პანელები, რამაც შენობების საერთო ექსტერიერიც რამდენადმე გააუმჯობესა. სადგური წელიწადში 620 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს.

500 კვტ სიმძლავრის სადგური „კრიალას“ საწარმო - წლიური დანაზოგი 172 929 ლარი

სახურავი მცირე დახრილობისაა, რის გამოც „მზიანი ველის“ სპეციალისტებმა სადგურზე განათავსეს სპეციალური ციფრული კამერები და წყლის სახურავზე ასაყვანი სისტემა, რომელთა საშუალებით მარტივად შესამჩნევია პანელების დაბინძურების დონე და სწრაფადვე ხდება რეცხვა, რათა ენერგიის მაქსიმალური გენერაცია შენარჩუნდეს.

სადგური წელიწადში 650 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს.

გორში განხორციელებული სამი 36 კვტ. სიმძლავრისსადგური - წლიური დანაზოგი - 11 032 ლარი

აღნიშნული სადგურები, მფლობელებს საშუალებას აძლევს, სრულად გაანულონ ელექტროენერგიის ხარჯი არამარტო მცირე საწარმოებში, რომელთა სახურავებზეც განთავსდა პანელები, არამედ ვირტუალური ნეტო აღრიცხვის საშუალებით საკუთარ კორძო სახლებშიც. თითოეული სადგური წელიწადში 42 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს.

„მზიანი ველის“ ყველაზე მასშტაბური პროექტი - 1020 კვტ-იანი სადგურიკომპანია „პოლიგრაფჰაბის“ 12 განსხვავებულ სახურავზე - წლიური დანაზოგი 358 136 ლარი

სადგურის მონტაჟისას „მზიანმა ველმა“ გამოიყენა Trina Solar-ის სრულად შავი მზის პანელები, რომელიც დიზაინსა და ეფექტურობაში ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. სადგური ყოველწლიურად 1350 მგვტ. ენერგიას გამოიმუშავებს.

„მზიანი ველი“ აგრძელებს ახალი პროექტების განხორციელებას როგორც კომერციულ ობიექტებში, ისე კერძო სახლებში. მისი მომსახურება ითვალისწინებს როგორც პროექტის შექმნას, ისე სადგურის მონტაჟს, ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მონიტორინგსა და სერვისის გარანტიას. მზის პანელები, რომელსაც კომპანია სადგურების მოსაწყობად იყენებს, მსოფლიოში წამყვან მწარმოებლებს: Trina Solar-ს, Longi-სა და JA Solar-ს ეკუთვნის. პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით, ხარისხითა და გამძლეობით, რაც მფლობელს ხანგრძლივი ექსპლუატაციის საშუალებას აძლევს.

აღსანიშნავია, რომ Trina Solar-ის პანელებზე ვრცელდება მწარმოებლის ყველაზე ხანგრძლივი, 15 წლიანი გარანტია. „მზიანი ველის“ შეთავაზების პაკეტში საწყისშივეა ჩადებული მომხმარებლისთვის სადგურის ჩაბარების შემდგომ 6-თვიანი მონიტორინგი, როგორც ყოველდღიურად, ონლაინ რეჟიმში, ასევე, ადგილზე ინჟინრის ვიზიტითა და სხვადასხვა სატესტო შემოწმებით. ასევე, სადგურზე ვრცელდება 3-წლიანი სერვისის გარანტია, ნებისმიერი გაუმართაობისა და ხარვეზის შემთხვევაში.