ჩვენს შესახებ პროექტები პროდუქტები სერვისები პარტნიორები ბლოგი

მზის ელექტროსადგური - ინვესტიცია რისკების გარეშე

ენერგეტიკული კრიზისები, ტარიფების ზრდა და კლიმატური ცვლილებები ახალ რეალობას ქმნის როგორც ბიზნესისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის და უბიძგებს, ინვესტიციები განახორციელონ მწვანე ენერგეტიკაში.

განახლებად ენერგიებში ინვესტირება დღეს სტრატეგიულ აუცილებლობად იქცა, რადგან ელექტროენერგიის ტარიფი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუდმივად ზრდადია. მასზე ზეგავლენას ახდენს როგორც ბუნებრივი რესურსების მარაგებთან დაკავშირებული ვითარება, ისე პოლიტიკური პროცესებიც (მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომმა, აგრესორი ქვეყნის მიმართ დაწესებული სანქციებისა და შეზღუდვების გამო ევროპაში ელექტროენერგიის ტარიფებზე იქონია ზეგავლენა).

ქვეყანაში მწვანე ენერგეტიკის განვითარება როგორც საოჯახო, ისე ბიზნესის დონეზე ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, გრძელვადიან პერსპექტივაში ახდენს ხარჯების ოპტიმიზაციას და ამცირებს ნეგატიურ ზემოქმედებას გარემოზე, რაც თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევაა.

ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური განახლებადი ენერგია, რაშიც შეიძლება ინვესტიცია განახორციელოთ, მზის ელექტროსადგურია. ქარის ტურბინებისგან განსხვავებით, საქართველოს პირობებში ის უფრო სტაბილურად მოგვამარაგებს საჭირო ენერგიით. თუ აქამდე, მზის პანელების შეძენა-მონტაჟი დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, დღეს მასზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა მისი ინსტალაციისა და მოვლის სერვისიც, რაც ინვესტიციის განხორციელებას უფრო ამარტივებს და მომგებიანს ხდის.

მზის ელექტროსადგური უზრუნველყოფს:

ენერგოდამოუკიდებლობას;

დანახარჯების შემცირებას 25%-დან 100%-მდე;

დაბალანსებულ და პროგნოზირებად საოპერაციო ხარჯებს მომდევნო 25 და მეტი წლის განმავლობაში.

რატომ ახლავს მზის პანელებში ინვესტირებას ნაკლები რისკი და რატომ არის მომგებიანი ნებისმიერისთვის?

გარანტირებული მზის რესურსი

საქართველოში მზის აქტივობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში. წლიურად ხდება 1,400–1,800 კილოვატ/საათის გენერაცია თითო კილოვატზე, რაც ნიშნავს სტაბილურ შემოსავალს ან დანაზოგს, წლების განმავლობაში.

ტექნოლოგიური საიმედოობა

თანამედროვე ფოტოელექტრული პანელები გამოირჩევა 25 და მეტ წლიანი გარანტიით და 80–90% ეფექტიანობით წლების გამოყენების. თანამედროვე მზის პანელების ერთ-ერთი უპირატესობა არის ისიც, არ საჭიროებს მუდმივ შეკეთებას ან ძვირადღირებულ სერვისს.

სახელმწიფოს ხელშეწყობა მწვანე ენერგიის მიმართ

სემეკი თავისი რეგულაციებით მხარს უჭერს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელებს. ნეტო აღრიცხვის მექანიზმი, რომელიც წლებია მოქმედებს, მათ საშუალებას აძლევს, აწარმოოს და მოიხმაროს ენერგია მოქნილად, მათ შორის სხვადასხვა ობიექტს შორისაც.

ხელმისაწვდომობა

ბიზნესს უკვე შეუძლია განახორციელოს  ინვესტიცია მზის პანელებში ბიუჯეტზე დიდი წნეხის გარეშე, რადგან დღეს აქტიურად მოქმედებს როგორც საბანკო სესხები, ისე პირდაპირი ლიზინგის მოდელები.

პოზიტიური იმიჯი ბიზნესისთვის

მზის სადგური ერთი მხრივ, ბიზნესს ეხმარება ხარჯების ოპტიმიზაციაში და მეორე მხრივ, დადებით იმიჯს უქმნის მომხმარებელში, რადგან მწვანე ენერგეტიკაში განახორციელა ინვესტიცია.

შესაბამისად, ის კარგი საშუალებაა როგორც ბრენდის იმიჯის გასაუმჯობესებლად, ისე ფინანსების დასაზოგად გრძელვადიან პერსპექტივაში.

რომ შევაჯამოთ, მზის ენერგია და ზოგადად, მწვანე ენერგეტიკა, უკვე მსოფლიოს და მათ შორის, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღე და მომავალი. ის აღარ არის „ალტერნატიული“, არამედ მთავარ არჩევანს წარმოადგენს ბევრი ბიზნესისთვის. დღეს მასში ინვესტირება უკვე აღარ არის რისკებთან დაკავშირებული.