როგორ მუშაობს ნეტო აღრიცხვის სისტემა და რატომ იზრდება მოთხოვნა მზის პანელებზე?

საქართველოში განახლებადი ენერგიების მიმართ ინტერესი იზრდება. განსაკუთრებული მოთხოვნა გაჩნდა მზის პანელებზე, რომელიც როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე ბიზნესისთვის მომგებიანი ინვესტიციაა. მათ შესაძლებლობა აქვთ, სრულად მზის ენერგიის ხარჯზე გამომუშავებული ელექტროენერგია მოიხმარონ, ხოლო ჭარბი კილოვატები ნეტო აღრიცხვის სისტემის მეშვეობით მიაწოდონ ქსელის გამანაწილებელ კომპანიას, რომელიც ღრუბლიან ამინდში ან ღამით (როცა ელექტროენერგიის მზის სინათლის ხარჯზე გამომუშავება ვერ ხდება) მიაწვდის მათთვის ელექტროენერგიას. მიწოდებისა და მოხმარების ნაკადს თავად ელექტროენერგიის მომწოდებელი კომპანია აბალანსებს, ის დაგითვლით მიწოდებულ და მოხმარებულ კილოვატებს და ამის შესაბამისად დაგერიცხებათ გადასახდელი თანხა ან ბალანსი. იმ შემთხვევაში, თუ ქსელს ჭარბი ელექტროენერგია მიაწოდეთ, წელიწადში ერთხელ - მაისში, ამისთვის შესაბამის ანაზღაურებას მიიღებთ.

სემეკმა ნეტო აღრიცხვის სისტემა 2016 წელს დანერგა. როგორც მათივე მონაცემებით ირკვევა, გასულ 2024 წელს ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა და 1 683 შეადგინა. ამ დროისთვის „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში (რეგიონების მასშტაბით) მიკროსიმძლავრის სადგურების ზღვარი უკვე შევსებულია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების მოწყობაზე შეზღუდვები არ ვრცელდება. თბილისის მასშტაბით კი („თელასის“ აბონენტებს) კვლავ შეუძლიათ ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართვა.

როგორ მუშაობს ნეტო აღრიცხვის სისტემა?

ნეტო აღრიცხვასთან დაკავშირებული რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს - მზის, ქარის, ჰიდროს ან/და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროს გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას მიაწოდოს. კომპანია კი აღნიშნულ ენერგიას მომავალში საჭიროებისამებრ დაუბრუნებს უკან ან წლის ბოლოს შესაბამის ანაზღაურებას გადაუხდის.

რატომ უნდა გადავიდეთ განახლებად ენერგიაზე და რა უპირატესობები აქვს მზის პანელებს?

მზის ენერგია დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და პოპულარული განახლებადი ენერგიის წყაროა მთელს მსოფლიოში. მისი მთავარი უპირატესობა ამოუწურავი რესურსია – მზის სინათლე პრაქტიკულად ყველგან ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, მზის ენერგია ითვლება ყველაზე უხვ, სწრაფად მზარდ და იაფ ენერგიის წყაროდ დედამიწაზე. მზის ელექტროსადგურები გარემოსთვის ბევრად უფრო სუფთაა, რადგან მათ მუშაობის პროცესში არც ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებები და არც სათბურის გაზები პრაქტიკულად არ გამოიყოფა. ამასთან, ელექტროენერგიის გამომუშავების კუთხით არის უფრო სტაბილური, ვიდრე მაგალითად ქარის ტურბინები.

მზის ელექტროსადგურის დამატებითი უპირატესობაა ისიც, რომ თითქმის არ საჭიროებს მონტაჟის შემდგომ მოვლას, რაც მათ მოხერხებულ ენერგიის წყაროდ აქცევს რიგითი მომხმარებლისთვის.

მზის პანელების შექმნის ისტორია სათავეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იღებს. 1839 წელს ფრანგმა ფიზიკოსმა ედმონდ ბეკერელმა დააფიქსირა ზოგიერთი ნივთიერების უნარი, წარმოქმნას ელექტრული მუხტი სინათლის ზემოქმედებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველი მზის პანელები იყო დაბალეფექტური მარტივი ელექტრო მოწყობილობებისთვისაც კი, მას იყენებდნენ როგორც სინათლის გასაზომ ხელსაწყოს.

1939 წელს კი უკვე რასელ ოლმა შექმნა მზის პანელის ისეთი კონსტრუქცია, რომელიც ბევრ თანამედროვე კონსტრუქციაში გამოიყენება. მან 1941 წელს დააპატენტა თავისი პანელი და 1954 წელს ის უკვე პირველი კომერციულად გამართლებული სილიკონის კონსტრუქციის შესაქმნელად გამოიყენეს.

ტექნოლოგია მასზე მოთხოვნის ზრდის კვალდაკვალ უკვე ათწლეულებია ვითარდება. იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებრივი რესურსები ძვირი და ამოწურვადია, სახელმწიფოები განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის პოლიტიკას ნერგავენ.

მზის პანელების მიმართ ინტერესი მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით 2008-2013 წლებში გაიზარდა. ბოლო 10 წელია, აღნიშნული ტექნოლოგია საქართველოშიც მოთხოვნადი გახდა განსაკუთრებით საწარმოების მხრიდან. მხოლოდ 2024 წელს კომპანია მზიანმა ველმა 5 000 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები დაამონტაჟა. კომპანიის პორტფოლიოში შედის როგორც საცხოვრებელი ისე კომერციულ ობიექტებზე შესრულებული სადგურები 5 კვტ-დან 500 +კვტ-მდე. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი „მზიანმა ველმა“ თბილისში, „პოლიგრაფიული ჰაბის“ დაკვეთით განახორციელა. საწარმოს 12 სხვადასხვა სახურავზე 1027 კილოვატი სიმძლავრის მზის პანელები დამონტაჟდა, რომელიც ყოველწლიურად 1 350 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს და კომპანიის ხარჯს წელიწადში 358,136 ლარით ამცირებს.

„მზიან ველში“ განმარტავენ, რომ სწორედ დიდი დანაზოგი და ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა განაპირობებს ბიზნესის ინტერესს, ინვესტიცია განახორციელოს მზის პანელებში.

კომპანიის ინფორმაციით, თუ თავდაპირველად მზის პანელების ტექნოლოგია ძვირადღირებული იყო და კომპანიებისთვის ხარჯთეფექტურ გადაწყვეტას არ წარმოადგენდა, ბოლო პერიოდში ვითარება შეიცვალა. პანელები შედარებით გაიაფდა და მზის ენერგიის გამოყენება უფრო მეტი ბიზნესისა თუ ოჯახისთვის გახდა შესაძლებელი. საკუთარი მზის ელექტროსადგურის მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეამციროს ელექტროენერგიის გადასახადი და გრძელვადიან პერსპექტივაში დაზოგოს თანხა. მაგალითად, ქსელთან მიერთებული მზის სისტემა მზიან დღეებში გამოიმუშავებს ენერგიას, რომლის ნაწილსაც ოჯახი დღის განმავლობაში მოიხმარს, ზედმეტად გამომუშავებული კი მიედინება ქსელში, რომელიც უკვე ღამით ან მოღრუბლულ ამინდში გამოიყენება. ამგვარად მცირდება ქსელიდან მიღებული ენერგიის ოდენობა და, შესაბამისად, ელექტროენერგიის საფასური. იგივე პრინციპი მოქმედებს კომპანიების შემთხვევაშიც.

„მზიან ველში“ განმარტავენ, რომ მზის პანელებისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებისთვის მნიშვნელოვანია მათი სწორად შერჩევა და ყველა წესის დაცვით მონტაჟი.

მაღალკვალიფიციური გუნდისა და ხარისხიანი ტექნოლოგიების დახმარებით კომპანია ჩვენი ქვეყნის ბაზარზე მზის ენერგიის სფეროში მოწინავედ იქცა. 2023 წლიდან იგი დამკვიდრდა როგორც საიმედო და ინოვაციური პარტნიორი მზის ენერგეტიკის სფეროში.

„მზიანმა ველმა“ დანერგა მზის პანელებთან დაკავშირებული მომსახურების სრული პაკეტი, რაც სერვისზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დროის, ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს უზოგავს.

„მზიანი ველის“ სერვისებს შორის არის:

მზის პანელების და სისტემების მიწოდება – ხარისხიანი და სანდო მოწყობილობები მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლებისგან, როგორიცაა Trina Solar-ი;

კონსულტაცია და მომსახურება – კომპანია მომხმარებლებს ეხმარება ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრაში და სთავაზობს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს;

მზის ელექტროსადგურების პროექტირება და ინსტალაცია – პროფესიონალური გუნდი უზრუნველყოფს მზის ელექტროსადგურების პროექტირებას და მონტაჟს უახლესი ტექნოლოგიებით, რაც ეფექტური და ხანგრძლივი ექსპლუატაციის გარანტია;

მონიტორინგი და ტექნიკური მხარდაჭერა – ქსელში გაშვების შემდგომ 6-თვიანი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება ხარვეზებზე.

სერვისის გარანტია -3 წელი.

„მზიან ველში“ განმარტავენ, რომ სამომავლოდ მზის პანელებზე მოთხოვნის კიდევ უფრო ზრდას ელიან, რაც განპირობებულია მსოფლიო ბაზარზე ელექტროენერგიის ტარიფების ზრდითა და ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის სურვილით.